|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 46 986 ლარის კარტრიჯებსა და საკანცელარიო ნივთებს შეიძენს

ქუთაისის მერია კარტრიჯებისა და საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერებს აცხადებს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კარტრიჯებისთვის მერიამ 23 060 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა,

დაახლოებით ამდენივეს დახარჯავს მერია  საკრებულოსა და მერიის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო საქონლის შესაძენად. უკვე გამოცხადებულია 23 926 ლარის ტენდერი.

 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 3  კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კარტრიჯები და ყველა სახის ნივთი უნდა იყოს პირველადი ქარხნული. არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი და აღდგენილი.

ჯამში მერია კატრიჯებსა და საკანცელარიო საქონლის შესაძენად 46 986 ლარს დახარჯავს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა