|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი გამოაქვეყნა

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი გამოაქვეყნა.

2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.

ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 48 472,8 ათასი ლარის ოდენობით, გრანტები 19 798 ათასი ლარით, სხვა შემოსავლები კი 9 974,8 ათასი ლარით განისაზღვრა.

ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 43 008,4 ათასი ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.

ბიუჯეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 250 ათასი ლარი დაიხარჯება, რეგიონალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსების პრინციპით.

ქალაქის გზებისა და ტროტუარების მშენებლობა 2 მილიონ 750 ათასი ლარია განსაზღვრული, ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობისათვის კი ქალაქი 100 ათას ლარს დახარჯავს. პროგრამა „კორპუსზე" 1 მილიონ 280,3 ათასი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტისათვის პრიორიტეტად რჩება სოციალური პროგრამები, რაც შეეხება კულტურას და სპორტს, ქალაქი თეატრებს და "ტორპედოს" აღარ დააფინანსებს, თუმცა შენობა- ნაგებობებზე ზრუნვას გააგრძელებს. ასევე თანხა გადაირიცხება ფეხბურთის განვითარების ფონდში.

წელს ბიუჯეტი 100 ათასი ლარს თოჯინების თეატრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის გაიღებს. 250 ათასი საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისათვის არის განსაზღვრული. 300 ათასი ლარია გამოყოფილი ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობისათვის.

ქალაქი დააფინანსებს შპს საკალათბურთო კლუბს-"ქუთაისი 2010“ - 600 ათასი ლარით.

რაც შეეხება ააიპებს, ააიპ „ბაგა–ბაღების გაერთიანებისათვის“ 9 850 ათასი ლარია განსაზღვრული, 4 850 000 ლარია სპეციალური სერვისებისათვის.

საგანგებო ან გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მერის სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 400 ათასი ლარით.

აღნიშნული პროექტის დამტკიცება 14 დეკემბერს,  საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე  მოხდება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

ბიუჯეტის განხილვაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა