|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიამ მივლინებებისათვის 5 თვეში 22 402.39 ლარი დახარჯა"

 ქუთაისის მერიამ 5 თვეში მივლინებებისათვის 22 402.39 ლარი დახარჯა- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი ავრცელებს.

როგორც მეშველიანმა "ნიუპრესს" განუცხადა,  მან ქალაქის მერიიდან საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოითხოვა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი აცხადებს, რომ ამ პერიოდში ქალაქის მერმა, მერის მოადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა 14 მივლინება განახორციელეს. 

"იანვარში განხორციელდა 3 მივლინება, რომლის ხარჯმა ბიუჯეტიდან 1 268 ლარი შეადგინა, თებერვალში 2 მივლინება, რომლის საერთო ხარჯია 3 940 ლარი, ყველაზე მეტი ხარჯია მარტში, რა დროსაც განხორციელდა 1 მივლინება გერმანიაში, ეს იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერმა და მისმა მოადგილემ, ამისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10 339 დაიხარჯა. მაისში განხორციელდა 7 მივლინება და მთლიანმა ჯამმა შეადგინა 6853 ლარი. ტურები ძირითადად განხორციელდა გერმანიაში, ისრაელში, ესტონეთში, მოლდავეთში, ლიტვასა და უკრაინაში. ძირითადად, მივლინებების მიზანს ტურისტული ფორუმები წარმოადგენს.  მასში მონაწილეობას იღებდა ასევე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არის  მერიის ააიპი. მის მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც ასევე ქალაქის ბიუჯეტმა გაიღო, ამ მონაცემებში არ შედის", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მათი ფული და რამდენად წაადგება ეს ხარჯი ქალაქის განვითარებას.

 

ქუთაისის მერის და მოადგილის გერმანიაში ვიზიტისთვის 10, 339 ლარი დაიხარჯა

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა