|
  • EUR 1 = GEL 3.1082
  • USD 1 = GEL 2.5429
|

ქუთაისის მერიიდან 48 თანამშრომელი გათავისუფლდა

ქუთაისის მერიაში გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობამ 48-ს მიაღწია. „ნიუპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდა 32 ადამიანი, 16-მა კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რეორგანიზაციის შედეგად განყოფილებებიდან გაშვებულთა მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ორმა თანამშრომელმა დატოვა ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის წარმოების განყოფილება, ერთმა - ამავე სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.

სამმა თანამშრომელმა არქიტექტურისა და ზედმახედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დატოვა.

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის საექსპლოატაციო ობიექტების ზედამხედევლობის განყოფილება ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ამავე სამსახურის მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის განყოფილება დატოვა ოთხმა თანამშრომელმა.  დასუფთავების განყოფილება  - ექვსმა თანამშრომელმა.  გამწვანების და ეკოლოგიის განყოფილებიდან გაუშვეს სამი თანამშრომელი.

ეკონომიკურის სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილებიდან სამი თანამშრომელი წავიდა, ქონების რეგისტრაციის განყოფილებიდან კი ერთი. ამავე სამსახურის ქონების რეგისტრაციის განყოფილება ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ქონების განკარგვის განყოფილებაც ერთი თანამშრომლით შემცირდა.

საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება სამმა თანამშრომელმა დატოვა. შესყიდვების განყოფილებიდან  ერთი თანამშრომელი წავიდა.

ყველაზე მეტი თანამშრომელი მერიიდან კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურიდან წავიდა. სამსახურის გაუქმების შემდეგ ოთხი თანამშრომელი რეორგანიზაციას შეეწირა, ათმა კი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.  თანამშრომლების ნაწილი ააიპებში დასაქმდა.

მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციამდე მერიაში 334 შტატიანი და 29 შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ამ დროისთვის შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 282-მდე, შტატგარეშეების კი 28-მდე შემცირდა.

თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახურების უფროსების ნაწილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი