|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პანტომიმის თეატრს შენობა გადაეცა

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა პანტომიმის ახალგაზრდული თეატრ "დუ ემი"-სათვის შენობის გადაცემის საკითხს. მერიის გადაწყვეტილებითვე თეატრს, რომელიც ამ დრომდე შენობის გარეშე ფუნქციონირებდა საიჯარო ხელშეკრულება 30 წლით გაუფორმდება. იჯარის წლიური თანხა 13 020 ლარს შეადგენს, თუმცა თეატრის ხელშეწყობის მიზნით, პანტომიმის თეატრს ქირის გადახდა შენობის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ მოუწევს.

ამასთან ერთად თეატრის ადმინისტრაცია ვალდებულია, შენობაში, რომელიც ფალიაშვილის და ლერმონტოვის კვეთაზე მდებარეობს გაატაროს არანაკლებ 60 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხარჯთაღრიცხვა მიაწოდოს მერიას, ასევე მოახდინოს სპექტაკლებისა და ღონისძიებების მოწყობა.

თეატრისთვის შენობის 30 წლის ვადით გადაცემისა და იჯარის გამო შენიშვნა ქონდა საკრებულოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ ბგერაძეს, რომლის განცხადებითაც, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ორგანიზაციას მერია შენობას უსასყიდლოდ გადასცემს, შემოსავლის არ მქონდე თეატრს კი იჯარა დაუწესა. ბრეგაძის განცხადებით, საინტერესოა, რამდენად შეძლებს თეატრის იჯარის გადახდას.

შენიშვნას ქუთაისის მერმა უპასუხა, რომლის თქმითაც, თეატრი არის კერძო პირების მიერ დაფუძნებული და ვერ მოხდებოდა უსასყიდლოდ გადაცემა, თუმცა თეატრის ხელშეწყობის მიზნით იჯარის ორი წლის შემდეგ გადახდა დაევალათ.

"მათ აქვთ ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ.  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათთვის შეღავათი დაგვეწესებინა, ამიტომ მხოლოდ ორი წლის შემდგ მოუწევთ გადახდა, თუმცა შემდგომ საკრებულოს შესაძლებლობა ექნება ორი წლის შემდეგ ისევ გაახანგრძლივოს ეს შეთანხმება და ეს მათზე იქნება დამოკიდებული"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა