|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის საბავშვო ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. #1, 13, 15 და 17 ბაღების პედაგოგებმა დღეს ბავშვები არ მიიღეს და სასწავლო პროცესი ჩაშალეს.

პედაგოგოები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

როგორც მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების პრესსამსახური აცხადებს, ბაღების თანამრომლებმა სასწავლო პროცესი თვითნებურად შეწყვიტეს. "დღეს დილით ოთხ ბაღში სასწავლო პროცესი პედაგოგებმა თვითნებურად შეწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის მერი შეხვდა და განუცხადა,  მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების მატება გათვალისწინებულია, მაინც გაიფიცნენ. არ ვიცით, კონკრეტულად რამდენით გაიზრდება  ხელფასები, თუმცა ჩვენს ააიპს 300 000 ლარი დაემატა სახელფასო ფონდისათვის",–განაცხადა ქეთი დეისაძემ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მერიის გადაწყვეტილებით, ხელფასი 20 ლარით, მხოლოდ რამდენიმე ბაღის პერსონალს მოემატება, რომელთა  შორის არ არიან პედაგოგები.

შეგახსენებთ, გუშინ ბაღების თანამშრომლებმა მერიის წინ აქცია გამართეს და ხელფასების მომატება მოითხოვეს, მათ ნაწილს მერი შეხვდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, მარუსა ხურციძე