|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ დამატებითი ფართი სჭირდება"

ქუთაისის საჯარო ბობლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემაზე  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ქუთაისის წარმიომადგენლებმათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც  ბიბლიოთეკის დირექტორიც ესწრებოდა.

მარიამ ჯაშმა ბიბლიოთეკა ერთ-ერთ პრობლემურ ობიექტად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორციელება მალე მოხდება.

„ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ საცავებისა და საგამოფენო ნაწილისთვის დამატებითი ფართი სჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს საინტერესო კონსულტაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყებას შევძლებთ საკმაოდ მალე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქუთაიასის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემის შესახებ რამდენიმე წელია, მიმდინარეობს განხილვები. გასულ წლებში მერიაში აცხადებდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება,  რის გამოც, ბიბლიოთეკის ადგილმომაცვლეობა განიხილებოდა. ამავდროულად, ბიბლიოთეკისთვის დამატებითი ფართისთვის, მერიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბიბლიოთეკის სხვა ადგილზე  გადატანის მცდელობას კერძო ინტერესს უკავშირებდნენ ოპოზიციაში. მათი ვარაუდით, ადგილით ინვესტორი იყო დაინტერესებული.  თუმცა სხვა შენობა ვერ მოიძებნა და ბიბლიოთეკა ამ დრომდე ძველ მისამართზეა.   

"გაყიდეს მწერალთა კავშირი, რიგში დგას ბიბლიოთეკა, ქუთაისს გადააქცევენ თავკომბალად" [AUDIO]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა