|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაყიდეს მწერალთა კავშირი, რიგში დგას ბიბლიოთეკა, ქუთაისს გადააქცევენ თავკომბალად" [AUDIO]

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ყოფილი "მწერალთა სახლის" შენობის გასხვისებას აპროტესტებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს დროული რეაგირებისკენ. წულაია ასევე მოუწოდებს მაჟორიტარ დეპუტატებს, მოიკითხონ ქალაქის განვითარების  გენერალური გეგმა.

"თუ მოიკითხეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სად არის გენერალური გეგმა. ქალაქი ნამდვილ სიმახინჯედ გადაიქცა. გაყიდეს ყველაფერი, თეატრის ეზოში აშენებდნენ საშინელებას, რაზეც თავად კულტურის სამინისტრომ უარი განუცხადათ. აი, ეს არის ტრაგედია. ნათლად ჩანს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების საქციელი. გაყიდეს მწერალთა კავშირი, რიგში დგას ბიბლიოთეკა, ეს არის ყველაზე ლამაზი ქუჩა, ასეთი ქუჩები არ არის გარეუბნებში. ცენტრალური ნაწილი არის ის, სადაც მე-19, მე-20 საუკუნეების ლამაზი პატარა შენობებია განთავსებული, თუმცა, ესენი ყველაფერს ყიდიან და ანადგურებენ. აი, მაგალითადნ თეთრ ხიდთან დავიწყეთ, ავაშენეთ 6 სართულიანი სასტუმრო, ახლა მწერალთა სახლის ადგილზე   მაღლივ  შენობას ააშენებენ. სიმახინჯეს რომ თავი დავანებოთ, რა დააშავეს აქ მცხოვრებლებმა? მწერალთა სახლის უკან სახლები დაიფარება, მზეს ვერ ნახავენ. რატომ უნდა იტანჯებოდეს მოსახლეობა, ამათი ფულის შოვნისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო,  ხომ ვიცით, რა შედეგები მოიტანა ასე აშენებულმა მშენებლობებმა თბილისში. რა დისკომფორტში ცხოვრობს მოსახლეობა. ნუ გადავაქცევთ ქუთაისს თავკომპალად, ქალაქ- თავკომბალადან იზრდება ბაყაყი. იქნება ქუთაისური ბაყაყი,"-განაცხადა წულაიამ. 

ბიბლიოთეკის შენობის საკითხზე, გუშინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა, რომლის განცხადებითაც, შენობა ავარიულია და ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები არაეფექტური იქნება. "მწერალთა სახლი" კი სამი თვის წინ გაიყიდა, ადგილზე სასტუმრო შენდება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა