|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში ენმ-ს ყოფილ ფრაქციას „პროგრესული პლატფორმა“ დაერქვა

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" სახელი გადაერქვა და მის ნაცვლად "პროგრესული პლატფორმა" დაფუძნდდა.
ფრაქციას სახელი "ნაციონალური მოძრობიდან" რამდენიმე თვის წინ წასულმა დეპუტატებმა შეუცვალეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მელია-გვრამიას პარტიას "ახალი" უერთდებიან და საქმიანობას მათთან გააგრძელებენ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრობის" დეპუტატებს, ისინი საქმიანობას ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით აგრძელებენ, უცნობია, შეძლებენ თუ არა საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შექმნას. 
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერრის, ნიკა მელიას თქმით, ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის თითქმის 70 პროცენტი „ახალის“ მხარეს გადავიდა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა