|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტანვარჯიშის სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს

 ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ,  მ.ყუფარაძის სახელობის ტანვარჯიშის #20 სპორტული სკოლის თანამშრომლებს ახალი უფროსი პაატა უგულავა წარუდგინა.

პაატა უგულავა თავადაც ტანმოვარჯიშე გახლდათ. 8 წლიანი სპორტული კარიერის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქუთაისის ტანვარჯიშის სკოლაში. წარსულში 7 წლის განმავლობაში იყო სპორტული სკოლის დირექტორი.

 

,,დღეს ჩვენ წარვადგინეთ ტანვარჯიშის სპორტსკოლის ახალი დირექტორი პაატა უგულავა, რომელიც გამოცდილი კადრია. წლების წინ მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე, მისი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, კარგად იცნობს სპორტსკოლაში არსებულ ვითარებას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილეთ და შევარჩიეთ მისი კანდიდატურა",-განაცხადა კობა ფხაკაძემ. 

,,8 წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი სპორტულ აკრობატიკაში. სამჯერ ვიყავი საქართველოს ჩემპიონი და რამდენჯერმე ქვეყნის პრიზიორი. ტანვარჯიშის სახეობებში 24 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს. დაახლოებით 7 წელი გახლდით ქუთაისის N20 ტანვარჯიშის სპორტსკოლის დირექტორი. სწორედ ჩემი დირექტორობის პერიოდში გადაეცა სპორტსკოლას ახალი ბაზა, რომელსაც ჩაუტარდა სრული კაპიტალური რემონტი, მოეწყო სპორტული ინვენტარით და ყველაფერმა ამან შედეგებზეც იმოქმედა. შემდეგ გარკვეული წლების მანძილზე მომიწია სპორტული აკრობატიკის მწვრთნელად მუშაობა, ამ სახეობაში წინსვლა გვქონდა... დღეს–დღეობით სპორტსკოლაში დავბრუნდი, როგორც ხელმძღვანელი პირი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო ის ნდობა, რომელიც ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ და ქალაქის ხელმძღვანელებმა ჩემს მიმართ გამოხატეს“-აღნიშნა პაატა უგულავამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა