|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 7 552 000 ლარით დაააფინანსებს

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  გზის საფარის, განათების სისტემისა და ტროტუარების მოწყობა.  მოწესრიგდება ასევე სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის შუა ნაწილში ბალახის საფარით სამი მეტრი სიგანის გამყოფი ზოლის, სათვალთვალო და ნიაღვარმიმღები ჭების მოწყობა. ასევე, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპიროს ქუჩის გასწვრივ ტროტუარის რეაბილიტაცია. 

 სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება. ამ დროისათვის პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

  ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლო ბანკის მიერ 7 552 000 ლარით ფინანსდება.  აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები დღეს  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა