|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისობის დღესასწაული დღეს მუხნარის ტყეში აღინიშნება

ქუთაისობის დღესასწაული დღეს მუხნარის ტყეში  აღინიშნება.   ორმაისობის მუხნარის ტყეში აღნიშვნის  ტრადიცია წელს შეიცვალა, რადგანაც 2 მაისი  მიცვალებულთა მოხსენიების დღეს დაემთხვა, რის გამოც ეს დღე მხოლოდ შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნა.  გვირილობა კი, რომლის ტრადიცია 2009 წლიდან განახლდა, ქალაქში გუშინ აღინიშნა.

დღეს მუხნარის ტყეში ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო და 16 საათამდე გაგრძელდება. დილიდან  დაიწყო   იმერეთის რაიონების ტრადიციული ღონისძიებები, ასევე შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში,  ანსამბლის "ბერმუხა" კონცერტი. გაიმართება ნორჩ ტურისტთა  შეჯიბრება ტურიზმის ტექნიკაში.

მუხნარის ტყეში ელოდებიან ოფიციალურ სტუმრებსაც, მათ შორის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს.

დღის განმავლობაში ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც. ბულვარში დაგეგმილია „შავფაროსნების გამოსვლა“, ასევე სხვა სპორტული ღონისძიებები. 16 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საცირკო წარმოდგენა, რაც პატარებს დააინტერესებს. პატარებისათვის ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში ნიღბების თეატრის წარმოდგენა 16 საათზე დაიწყება.

 საგამოფენო დარბაზებში კი გამოფენები გაიხსნება. საგამოფენო დარბაზში „ვარლა“ მხატვართა კავშირის გამოფენა, დავით კაკაბაძის გალერეა ბერნარდ ნებიერიძის ნამუშევრებს უმასპინძლებს. TBC-გალერეაში კი  ქეთი მელქაძის ნამუშევრების  გამოფენა გაგრძელდება. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო 17 საათზე დაიწყება. საეტრადო კონცერტს კი მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს.

წელს ქალაქის დღეეები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა