|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობისათვის 350 000 ლარი დაიხარჯება

მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოსაწყობად ქუთაისის მერიამ დაფინანსება გაზარდა. 2016 წლის ბიუჯეტში ამ მიზნით  350 000 ლარია გათვალისწინებული.  გასულ წელს  12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაციისათვის  260 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურ საფარიანი გაკეთდა. 

სამი ასეთი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან და საფიჩხიის, გუმათის და ავტოქარხნის მაჟორიტარებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები და ფრენბურთის ბადე გადასცეს. დეპუტატებმა, ბექა ყანჩელმა, ნიკა ლატარიამ და ზაზა ლომინაძემ ახალგაზრდებს მოედნის მოწყობას სხვა ტერიტორიაზეც დაპირდნენ.
,,მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი, თუმცა აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდევით მოვლა- პატრონობისთვის გარკვეული თანხები. ასევე ჩვენ წელს გავზარდეთ ბიუჯეტი, რათა კიდევ მეტი სტადიონი მოვაწყოთ. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ახალგაზრდების მთავარი საკითხი სწორედ მარტივი ტიპის მოედნების კეთილმოწყობა იყო,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა