|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა საოლქო კომისიაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

დაძაბულობაა ქუთაისის საოლქო კომისიასთან. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა, ასევე გზის გადაკეტვაც სცადეს.

აქციის მონაწილეები არსებული შედეგების გაუქმებას და განმეორებით აქციებს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებს ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით მართავს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა