|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ქუთაისში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 124-ივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

ნომერ 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, რვა საათზე ყველა უბანში დაიწყო ხმის მიცემა.

09:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში სარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

 

მეორე ტურში "ქართული ოცნები" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მიუხედავად ამისა, არჩებული კანონმდებლობის მიხედვით, მათი კანდიდატის სახელი ბიულეტენში მაინც რჩება, რადგან მეორე ტური კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს.

ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა