|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში არის კანდიდატი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ქუთაისელია, აქ ცხოვრობს და აქ აპირებს ყოფნას"

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა  მესხიშვილის თეატრში გაიმართა. პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო კამპანიის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც შეუძლია ყველა პროექტის დასრულება, ჩვენთან არიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის გადარჩევა, ჩვენი ძალა არის ჩვენი წარსული. ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ყველა რაიონში ყავს წარმომადგენელი და ეს მნიშვნელოვანია.  ეს არ არის ერთი ადამიანის პარტია და არ იმართება ვიწრო ჯგუფის მიერ, ესაა ყველას პარტია. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზაა და არის ხალხისთვის. ნახეთ რას დაემსგავსა  "ქართული ოცნება" დღიდან მოსვლის, მხოლოდ და მხოლოდ შურისძიებაზე საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ ბოღმით საუბრობს. ისტორის გადაწერით არის დაკავებული, თუ ქვეყანას არ აქვს წარსული,  მას არც მომავალი აქვს. ყველა პარტია ცდილობს გადაწეროს ისტორია,  ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს და წარსულიდან გამოვიყენოთ კარგი, მმართველმა გუნდმა ყველაფერი ცუდი განავითარა  და კარგი შეაჩერა", -განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. მან ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე წარადგინა.

"ქუთაისში არის კანდიდატი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ქუთაისელია, აქ ცხოვრობს და აქ აპირებს ყოფნას და მას შესწევს ძალა ქუთაისის განვითარების"-განაცხადა უგულავამ. 

დავით გოგისვანიძის განცხადებით, მეექვესე წელია "ქართული ოცნება"  ხელისუფლებაშია და მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება.

"ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება, ჩვენ გუნდს, რომელიც მოვა ქუთაისის თვითმმარველობაში შეუძლია ქუთაისის გადარჩენა", -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მხარდამჭერებს მიმართეს პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ,  გიგი წერეთელმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა