|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩერნოვეცკის ფონდი უფასო სასადილოს ხსნის

 ჩერნოვეცკის ფონდი ქუთაისში უფასო სასადილოს ხსნის.
ფონდის ინფორმაციით,  უფასო საქველმოქმედო სასადილო  12:00 საათიდან 17:00 საათამდე  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიიღებს. 
 
სასადილო გათვლილია დღეში 400 ადამიანის მომსახურებაზე. 
 
"ამიერიდან, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც უნდა ჩავარდეს ადამიანი ქუთაისში, ის  მშიერი ნამდვილად აღარ დარჩება. 
სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხელი სადილით უზრუნველყოფა - ეს ჩერნოვეცკის ფონდის უმთავრესი ამოცანაა"-ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 
 
სასადილო ქუთაისში, აბაშიძის N10 მდებარეობს, დაწესებულება 20 თებერვალს  13:00 საათზე გაიხსნება.
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა