|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ერთ–ერთ ქუჩას რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება

ქუთაისის მერიაში არსებული პატივგების კომისია განიხილავს საკითხს  ალ. ხახანაშვილის ქუჩისათვის რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭების შესახებ. კომისიამ მის სახელზე შესული განცხადება განსახილველად საკრებულოს გადაუგზავნა.

როგორც საკრებულოს პრესსამსახური განმარტავს,  რომ ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის სახელის მარტივად მისანიჭებლად, ის 20 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში საკითხს  სამთავრობო კომისია  გადაწყვეტდა. ვინაიდან რეზო ჩხეიძის გარდაცვალებიდან დიდი დრო არ არის  გასული,  საკითხი  ქალაქის საკრებულომ უნდა განიხილოს. ამიტომ ქუჩისათვის სახელის შეცვლის საჭიროებაზე ჯერ ბიუროს, შემდეგ კი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

რეზო ჩხეიძე იმ კონორეჟისორთა სიაშია, რომელთა მიერ გადაღებული ფილმები დღემდე პოპულარულობით სარგებლობს. ბავშვობის წლები რეზო ჩხეიძემ აღნიშნულ ქუჩაზე გაატარა, სადაც მის სახლი ამ დრომდე მდებარეობს.  აღნიშნულ სახლს, რომელზეც რეჟისორის მემორიალური დაფაა განთავსებული,  მუზეუმის სტატუსი მიენიჭება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა