ქუთაისში გენდერის თემაზე კონფერენცია გაიხსნა
ქუთაისში გენდერის თემაზე კონფერენცია გაიხსნა. ქუთაისში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის თემა „გენდერული კომპონენტები ადგილობრივ ბიუჯეტში- არსებული რეალობა, პოზიტიური ცვლილებები, მომავლის პერსპექტივები“ იყო. შეხვედრას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონფერენციაზე ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდისა და ოზურგეთის თვითმმართველობები იყო ჩართული. შეკრებილებს სიტყვით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიმართა. მან საზოგადოებაში გენდერული კულტურის დეფიციტსა და პრევენციულ გზებზე ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა