|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქმედი საწარმოები სუფთა წარმოებაზე გადასვლას იწყებენ

 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში გრძლედება. პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები ქუთაისში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ნიკოლოზ ჯავშანაშვილის განცხადებით, პროექტი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და მისი მიზანია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დანერგვა საქართველოში მოქმედ საწარმოებში. პირველ ეპატზე ხდება ტრენინგების ჩატარება, მოწმდება საწარმოები, ეძლევათ რეკომენდაციები და ხდება მარტივი პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოგვარებაც პირველ ჯერზეა შესაძლებელი.

ჯავშანაშვილის განცხადებით, საწარმოები იმასთან ერთად,  რომ დაიცავენ გარემოს, აწარმოებენ სუფთა პროდუქციას, ასევე შეძლებენ ფინანსების დაზოგვას. პირველ ეტაპზე შეხვედრა თბილისსა და რუსთავში ჩატარდა, სადაც შეირჩა 16 საწარმო. ქუთაისიდან პროექტში 10 საწარმო ჩაერთო. დაიწყება მათი მდგომარეობის გაცნობა.

შპს „ონიმას“ წარმომადგენლის, მამუკა მებურიშვილის განცხადებით, მათ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და იმედოვნებენ, რომ მოხდება ყველა დაპირების შესრულება, გადავლენ რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაზე.

პროექტის პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება საწარმოების პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა.

პროექტი "რესურსეფექტურობა და სუფთა წარმოება საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში" გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა