|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ქუთაისმა მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. საქველმოქმედო გალა-კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდა.

კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავები ანტონელო პალომბი, რაფალ სივეკი, ვესელინა კაზაროვა, ნინო სურგულაძე და ანა ჭანია მონაწილეობდნენ. საღამოს რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა. ორკესტრის დირიჟორი კი რევაზ ჯავახიშვილი.

საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ფონდმა „ნატვრის ხემ“ დაარსების დღიდან 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება აღმოუჩინა.

 გუშინდელი კონცერტის შედეგად შეგროვებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

ავტორი: ნიუპრესი