|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზაზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

 ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე ეკიპაჟი დროულად მივიდა. გამოძახება დაფიქსირდა 8.53  და ადგილზე 9.01 საათზე გამოცხადდენ. პაციენტები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 20 წუთში გადაიყვანეს. 

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 42 წლის ქალს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული, მისი მდგომარეობა მძიმეა,   10 წლის ბიჭს კი დაზიანება თითქმის არ აღენიშნება და მას საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის  პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა