|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მურმან ლომთათიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, პირველი სკოლის წინ საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენოსანის, ქორეოგრაფისა და მოცეკვავის  მურმან ლომთათიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ცერემონიალს  ქალაქის მერი, კულტურის სამსახურის უფროსი,  ასევე  ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

”მოხარული ვარ, რომ დღეს გაიხსნა ღირსეული ქართველის, მურმან ლომთათიძის მემორიალური დაფა. ქალაქი პატივს სცემს თავის ღირსეულ წარმომადგენლებს.  ქუთაისი აუცილებლად მიაგებს პატივს ყველას, ვინც ამას იმსახურებს”,-აღნიშნა  შოთა მურღულიამ.

ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი მურმან ლომთათიძე სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულია სახელმწიფო ორდენებითა და პროფესიული პრემიებით.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა