|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით პროცესი განახლდა

ქუთაისში ოლიმპიური აუზის პროექტირების საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 

საკონსულტაციო მომსახურება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.

მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთავრობამ თანხა 30 აპრილის  (#997) განკარგულებით გამოყო.

 დოკუმენტის მიხედვით, აუზის პროექტირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.

საცურაო აუზის მშენებლობა ქუთაისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბაშიძის ქუჩაზე იგეგმება. ფონდმა ტენდერი ერთხელ უკვე გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქს ეკონომიკის სამინისტროსაგან  40 ათასი კვ.მ ტერიტორია გადმოეცა, საიდანაც 12 ათასი კვ მ. აუზისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენება, დანარჩენი სივრცის კი ინვესტირებისათვის მიზნით გამოყენება მოხდება.

ქუთაისში აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს.  წთავდაპირველად ამ მიზნით ადგილი წერეთლის ქუჩაზე შეირჩა. 

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით გეგმები შეიცვალა 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა