|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაიტანონ, ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდება"

"გაიტანონ, ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდება"- ამ მოთხოვნით  ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის მოსახლეობა  დაზიანებული  ბოძების მოწესრიგებას ითხოვს.  აღნიშნულ  ქუჩაზე ელექტროენერგიის ბოძი რამდენიმე თვის წინ  მოტყდა. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა, რადგან  მეორე ბოძს დაეცა და ამ დრომდე ასე არის გაჩერებული. ადგილობრივების განცხადებით, მუდმივად არსებობს საფრთხე ბოძის გადმოვარდნის.

 "აქ ხშირად  თამაშობენ ბავშვები, ეს ცენტარული ქუჩაა და მოსახლეობაც აქტიურად მოძრაობს. ბოძი რამდენიმე თვის წინ მოტყდა. მას მეორე ბოძი აჩერებს. ყოველწუთს შეიძლება ჩამოვარდეს. მოვითხოვთ, ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდება,    შეაკეთონ,  ან გაიტანონ ამ ადგილიდან",–აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა თამარ სირბილაძემ.

ქუთაისის მერიაში  განმარტეს, რომ  ქალაქში არსებული ბოძებიდან ნაწილი,  "გამანათებელი ბოძები"  ქალაქის მერიას, ხოლო ელექტრო ენერგიის ბოძები "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნის.  ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ადგილზე მივა შესაბამისი ჯგუფი და მდგომარეობას შეისწავლის.

ქუთაისში დაზიანეული და საფრთხის შემცველი ბოძები მრავლადაა. მათ შეკეთებას აქტიურად მოითხოვენ ასევე საფიჩხიის ქუჩის მაცხოვრებლები.

 

      

 

 

 

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა