|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერიის თანამშრომელს სოციალურ საცხოვრისში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებსა და საცხოვრისის მცხოვრებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ფიზიკური დაზიანება მიიღო მერიის თანამშრომელმა ზურა ბურჯანაძემ.

ამ დროისათვის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით,  დაპირისპირება მერიის თანამშრომლების მიერ საცხოვრისში უსახლკარო ქალის მოყვანას მოყვა.

"ზურა ბურჯანაძეს მარჯვენა თვალი აქვს დაზიანებული, ჩალურჯებული და მარცხენა საფეთქელის მხარეს ძლიერი  დარტყმისგან ჩაქცევები აქვს მიღებული. სასწრაფომ არ ჩათვალა საჭიროდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მიღებული დაზიანებების დასადგენად ის გადაყვანილია ექსპერტიზაზე", - განაცხადა არაბიძემ. 

უკვე დაკითხეს საცხოვრისის მცხოვრებლები.   როგორც საცხოვრისის ბინადარი ირანდა კალანდაძე აცხადებს,  მათ არ აქვთ, სურვილი საცხოვრისში ბომჟმა იცხოვროს, რის გამოც მერიის თანამშრომნლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

"უკვე ვიყავით დაკითხვაზე,  ვინ დაარტყა მერიის თანამშრომელს არ ვიცი, ხმაური და არეულობა იყო", -განაცხადა ირანდა კალამდაძემ. 

65 წლის უსახლკარო ქალბატონი, რომელიც მერიის თანამშრომლებმა საცხოვრისში მიიყვანეს, უკან დააბრუნეს, ჯერ უცნობია, თუ რა ბედი ეწევა მას.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა