|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოებისათვის ახალი ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის მერიამ  ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების დასტულებისათვის  ახალი ტენდერი გამოაცხადა.  NAT190012270 ტენდერის პირობების მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის დარჩენილი სამუშაოებისათვის 809 204 ლარია განსაზღვრული.

 სატენდერო წინადადებების მიღება 7 ივლისს იწყება და 12  ვლისს დასრულდება. შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში მან სამუშაოების დასრულება 60 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს. 

ტაბიძის ქუჩის სამუშაოები ამ დროისათვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, ა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას "ჯეო სერვისს"  ქუთაისის მერიამ ჯერ სამუშაოების ვადა 7 აგვისტომდე გაუგრძელა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა. თუმცა კომპანიამ   232 600 ლარის მიღება მაინც მოასწრო. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებული მუშებისათვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა. მიზეზებზე არც "ჯეო სერვისმა" და არც ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

როგორც ქუთაისის მერიაში განაცხადეს ამუშაოების გაგრძელების მიზნით,  ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება  პირდაპირი წესით დაიდებოდა. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიტოვებული სამუშაოების გაგრძელების მსურველი კომპანიის შერჩევა ვერ მოხდა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდა.

შეგახსენებთ,  შპს "ჯეო სერვისმა" მერიის მიერ გამოცხადებულ NAT190000403 ტენდერში 1 077 306 ლარად გაიმარჯვა. სამუშაოები მარტში დაიწყო და სამ თვეში უნდა დასრულებულიყო.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა