|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო შეჩერებულია"

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზად ადგილზე დასაქმებულებისთვის ხელფასის გადაუხდელობა სახელდება. 

რეაბილიტაციის პროცესში ქუჩაში არსებულ პრობლემებსა და მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობაზე  ინფორმაციას  სოციალური ქსელში  მომხმარებელი ანი ჭეიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მიტოვებული სამუშაოების გამო ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან. 

"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინი არ მოდიან სამუშაოდ აბსოლუტურად სამართლიანად. დღეს ძლიერი ქარის პირობებში მთელი ქალაქის ქუჩების ნაგავი თავზე გვაყრია. სახლებშიც ისეთივე სიბინძურეა, როგორც გარეთ. ეტყობა, მაღალი ჯიპებიდან და გრილი კაბინეტებიდან ანტისანიტარიას ვერ გრძნობთ, რომელიც, სხვათაშორის, თავად გამოიწვიეთ. მუშებს გადაუხადეთ ხელფასები და დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე. ხვალ ისედაც შემომაქვს საჩივარი",-წერს ანი ჭეიშვილი მერიის მისამართით. 

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" ახორციელებს. მან მერიის მიერ გამოცხადებულ 1 163 364 ლარიან ტენდერში 1 077 306 ლარად გაიმარჯვა. სამუშაოები მარტში დაიწყო და სამ თვეში უნდა დასრულებულიყო.  "ჯეო სერვისი"  თბილისში  რეგისტრირებული კომპანიაა. ტენდერებში მითითებული ნომერი გამორთულია და ამ ეტაპზე კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 ქუთაისის მერიის პასუხს ველოდებით და მოგვიანებით მოგაწვდით. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა