|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უფასო მგზავრობის პროგრამით 994 ბენეფიციარი სარგებლობს

ქალაქ ქუთაისის მერიამ „უფასო მგზავრობის“ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებისათვის საჭირო სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების დასაბეჭდად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 3 000 ლარია.

ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია დაამზადოს 1 100 ცალი სამგზავრო მოწმობა და 720 000 სამგზავრო ბილეთი.

 მოწმობისა და ბილეთის ფერის შერჩევა უნდა მოხდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურთან შეთანხმებით.

როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში განუცხადეს, 2017 წლის განმავლობაში უფასო მგზავრობის პროგრამაში 1150 ბენეფიციარი იყო გათვალისწინებული, ამ დროისთვის კი უფასო მგზავრობით 994 ბენეფიციარი სარგებლობს. 

როგორც სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ ყურაშვილმა განაცხადა, უფასო მგზავრობის პროგრამით რამდენიმე კატეგორიის ბენეფიციარები სარგებლობენ.
„2017 წლის ბიუჯეტიდან უფასო მგზავრობის პროგრამისთვის 160 000 ლარი იყო გამოყოფილი.  უფასო მგზავრობის მიმღები 1 150 ბენეფიციარიდან ამჟამად 994 სარგებლობს.  

პროგრამაში ჩართული არიან: უფასო კვების სასადილოების ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ომის პირველი მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდები. მარჩენალდაკარგულები, მრავალშვილიანი დედები, პირველი ჯგუფის ინვალიდები, ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები, დღის ცენტრის მოსარგებლე მშობლები და სტუდენტური ოჯახები (თუ ცოლ-ქმარი ორივე სტუდენტები არიან) და წითელი ჯვრის ხანდაზმულთა კლუბის წარმომადგენლები“,- განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, ბენეფიციარებიდან მიღებულ ბილეთებს მერიაშივე აბრუნებენ და თანხის ანაზღაურება ამის შემდეგ ხდება, თუმცა შესაძლოა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყოს და დამატება დაჭირდეს.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან მერიას მოუწევს სოციალურად დაუცველთა მგზავრობის გაზრდილი საფასურის ნაწილის დაფარვა, რომელიც მიმდინარე წელს შეთანხმებით საფუძველზე გადამზიდების მიერ არ გაზრდილა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა