|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისთან ახალი ნაგავსაყრელი დაახლოებით ორ წელიწადში გაიხსნება

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა. პროექტის უცხოელმა წარმომადგენლებმა იმ შედეგებზე ისაუბრეს, რაც იმერეთის ახალ რეგიონალურ ნაგავსაყრელზე ამ დროისთვის ხორციელდება.

კოხის ტერიტორიაზე არსებული ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოების „მყარი ნარჩენების მართვის კომპანის“ მიერ ხორციელდება. რომელიც ფინანსდება საქართველო-გერმანიის თანაშრომლობის, kfw, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საერთო ინვესტიცია  26 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის წარმომადგენლის რენე ბუსტენის განცხადებით, ახალი ნაგავსაყრელი დაახლოებით ორ წელიწადში გაიხსნება, რის შემდეგაც  ნიკეას ნაგავსაყრელი დაიხურება. მისივე განცხადებით, ნაგავსაყრელის შესახებ ესაუბრნენ მოსახლეობას, რომელთაც პრობლემა ქონდათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის გამო, ასევე მიაწოდებს ინფორმაცია ნაგავსაყრელის მუშაობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

2019 წლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და რეციკლირება სავალდებულო გახდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაგავსაყრელზე  მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენი შევა, სამშენებლო ნარჩენებისთვის კი მუნიციპალიტეტებმა სხვა ტერიტორია უნდა გამოყონ.  პროექტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების დახარისხების შესახებ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა