|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა გზასაც უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ", მათი კორუმპირებული ნარჩემაშვილი მაინც დამარცხდება"

საკრებულოს სხდომაზე ასევე ხმაური გამოიწვია  ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს. აღნიშნული საკრებულოს "ლეიბორისტმა"  დეპუტატმა სამსონ გუგავამ გააპროტესტა. მისი თქმით,  ეს ცვლილება წინასაარჩევნო მზადებაა.

"არჩევნები კარს არის მომდგარი. ახლა გაახსენდა ქალაქის მერიას, რომ თურმე ქუთაისში არსებობს ქუჩები, რომლებსაც არ აქვს მისამართები და შესაბამისად დაიწყეს ამ ქუჩებისათვის სახელი მინიჭება. ავტოქარხანაში "ქართულ ოცნებას" სჭირდება ხმები, ვინაიდან უსუსური კობა ნარჩემაშვილი ყავთ მაჟორიტარ კანდიდატად. არსებულ ქუჩებზე ცხოვრობს ადამიანები, რომლებსაც რეგისტრაცია გავლილი აქვთ სხვაგან. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები  ამ მისამართებზე მოახდენენ მეორად რეგისტრაციებს. ეს იქნება იმ ამომრჩეველთა კატეგორია, რომლით მანიპულირებას შეძლებს არსებული ხელისუფლება. ერთ შემთხვევაში გაზრდის საარჩევნო სიებს და მეორე შემთხვევაში ამ ხმებით მოახდენს მანიპულირებას. ეს არის წინასწარ განსაზღვრული", – განაცხადა სამსონ გუგავამ.

გუგავას განცხადებას "ნაციონალი" დეპუტატი გიორგი უკლება გამოემხაურა და განაცხადა, რომ  "რა გზასაც უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ",  მათი კორუმპირებული ნარჩემაშვილი  მაინც დამარცხდება".

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მისამართის მინიჭების გარეშე ამავე ქუჩებზე მცხოვრებლები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს ვერ აგვარებენ. საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლებოთ დაამტკიცა. ავტოქარხნის სამ უსახელო ქუჩის სახელის მინიჭებას მხარი  მხოლოდ ორმა დეპუტატმა, გიორგი უკლებამ და სამსონ გუგავამ არ დაუჭირა.
ავტოქარხნის სამ უსახელო ქუჩას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ აბულაძის, და -ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელი მიენიჭა.

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა