|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაზის ტარიფი რეგიონებში უფრო გაიზარდა, ვიდრე თბილისში"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გაზის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა.  მისი თქმით, ტარიფის გაზრდა იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას გადაუხდელობის გამო გაზი არ მიეწოდება არის სახელმწიფოს დანაშაული. წულაია საკითხის გასაპროტესტებლად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.

"ქუთაისში ყოველთვიურად გადაუხდელობის გამო 100-მდე აბონენტს ეჭრება გაზი. ამ ფონზე ტარიფის გაძვირება არის დანაშაული ერის წინაშე.  ამას გარდა, დანაშაული არის ის, რომ რეგიონში გაზის ტარიფი უფრო გაძვირდა, ვიდრე თბილისში. ხელისუფლების ქმედება, არის დანაშაული, რადგანაც მათ რეგიონები ფულის საშოვნელად სჭირდებათ. მინდა, მივმართო ქუთაისის მაჟორიტარებს, რომლებსაც ლექსიკონიდან ქუთაისი რომ აქვთ ამოღებული გააპროტესტონ აღნიშნული ქმედება. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოთქვან თავიანთი პოზიცია.  შეიძლება ამ დროისთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ აისახება დიდა ბიუჯეტზე, მაგრამ ზამთარში ეს იქნება კატასტროფა. მინდა ყველას მოვუწოდო,  პარასკევს აღნიშნული ქმედება მერიასთან გავაპროტესტოთ  და შევაგროვოთ ხელმოწერები",-აცხადებს წულაია

შეგახსენებთ, გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში ბუნებრივი აირი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა, რეგიონებში კი ტარიფმა 2-დან 15 თეთრის ფარგლებში მოიმატა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა