|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტში ცვლილებები შევიდა

რიონისპირა სახლების პროექტში ცვლილებები შევიდა, ამის  შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ააიპის  "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პროექტის მოცულობა, როგორც სამუშაოების, ასევე ღირებულების ნაწილში გაიზარდა. 

"თავიდან საუბარი მხოლოდ მარჯვენა სანაპიროზე იყო და ამ მიმართულებით დამუშავდა პროექტი, შემდეგ გადაწყდა, რომ გაზრდილიყო მოცულობა, როგორც თანხის, ასევე სამუშაოების ნაწილში. დაიგეგმა ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა მოამზადა და შემდეგ განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა.  მოწოდებული რეკომენდაციების და შენიშვნების გათვალისწინებით მზადდება პროექტირების შესყიდვის გამოცხადება.  ამ დროისათვის ველოდებით ფონდის მიერ პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადებას. გამორიცხული არაა, რომ ერთდროულად მოხდეს პროექტირებისა და სამუშაოების შესრულების ტენდერის გამოცხადება",  - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო ტენდერიც კი გამოცხადდეს, რადგან პროექტი შინაარსითაც და მოცულობითაც ძალიან მასშტაბურია.

"ჩვენგან არის სურვილი, რომ იქ ჩაემატოს სახლები, სადაც ამის სშუალებას მოგვცემს ლანდშაფტი, ისეთივე ვიზუალის, როგორიც ახლაა, იქ იყოს საფეხმავლო ბილიკი, განაპირა და არა ორი ნაპირის შემაერთებელი. ასევე სახლები, როლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, მოხდეს მათი გარე და ნაწილობრივ შიდა ფასადების რეაბილიტაცია, ესაა ჩვენი სურვილი და როგორ განახორციელებენ, ამას ამას ერთად ვნახავთ"- აღნიშნა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

 პროექტის სავარაუდო ღირებულება თავიდან 15-30 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა, გაზრდილი მოცულობის შესაბამისად კი, როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონი ლარით განისაზღვრა.

 რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის იდეა ქუთაისის მერიას ეკუთვნის. ინივიატივა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოიწონა. პროექტის განხორციელების შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთში წინასაარჩევნო პერიოდში ყოფნისას დააანონსა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს.  ქუთაისში იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია. მისი თქმით, სამუშაოების პროექტირება 2019 წელს, სამუშაოების დაწყება კი 2020 წლიდან მოხდება.

 

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება 

"კარგი მენეჯერი არქიტექტორთან ერთად ძალიან კარგად იმუშავებს"- რუსუდან ჩინჩალაძე

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა