|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როდემდე უნდა იყოს თბილისი დედინაცვლის და ქუთაისი გერის როლში?"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან აქცია გამართა. წულაიას თქმით, ქუთაისის "სასწრაფოს"  10 სოფლის მომსახურება დაუმატეს, თუმცა არ მომხდარა ტექნიკის დამატება. არც სამედიცინო ჯგუფების რაოდენობა გაზრდილა.

"სასწრაფო დახმარების ჯგუფი ქალაქგარეთ გადის და არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ ხდება ობიექტზე დროულად მისვლა. ასევე ქუთაისში სასწრაფო დახმარების პერსონას არ აქვს საკმარისი ანაზღაურება. თბილისში მედპერსონალს ორმაგი და სამმაგი ხელფასი აქვს ქუთაისთან შედარებით. საინტერესოა, როდემდე უნდა იყოს თბილისი დაკმაყოფილებული დედინაცვლის, ქუთაისი კი გარიყული გერის როლში ?”- აცხადებს წულაია და ჯანდაცვის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სერგეენკომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რეგიონალურ ოფისებს  სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს, გაზარდოს ხელფასები და ჯგუფების საჭირო რაოდენობის დამატება მოახდინოს, რომ არ მოხდეს დაგვიანების ფაქტები, რაც შეიძლება, სავალალო შედეგით დასრულდეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა