|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენერგეტიკის სამინისტრომ ქუთაისის ცენტრში ანძა დადგა

ქუთაისში  დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  მზადება მიმდინარეობს.  ამ დროისათვის ქალაქის ისტორიულ უბანში სიმბოლურად ელექტროგადამცემი ანძა დაიდგა.  ღონისძიებებს წელს  ქუთაისის მერიასთან ერთად ენერგეტიკის სამინისტრო მასპინძლობს, რომლის დაფინანსებითაც თეთრ ხიდთან ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ქალაქში დაგეგმილია  სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გამართავს,  მოედანზე და  ფალიაშვილის  ქუჩაზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.

საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების გამო, 24-26 მაისს შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ცენტრალური მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და  თეთრ ხიდის მიმდებარედ - ცისფერყანწელთა ქუჩაზე.

 

 

26 მაისს გალა კონცეტს ქუთაისის ფოლკლორის ანსამბლი გამართავს

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა