|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუს მოღვაწეებთან ყველას აქვს ურთიერთობა, ამის პოლიტიზირება არ შეიძლება"- გივი ჭიჭინაძე

რუსეთთან და რუს მოღვაწეებთან ყველას აქვს ურთიერთობა, ეს ხელოვნებაა და არა მგონია, სწორი იყოს ამის პოლიტიზირება- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა "ნიუპრესთან" საუბარში  "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადების პასუხად, რომლის თანახმადაც, რუსული ჰიმნის შემსრულებელმა მომღრელებმა ქუთაისში არ უნდა იმღერონ. 

 "მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ჩამოდის, ეს არის კერძო ბიზნესი და ამას უფრო ქალაქის ხელმძღვანელობასთან აქვს ურთიერთობა, მე, საერთოდ, არ ვარ ჩართული ამ საკითხებში. რუსეთთან და რუს მოღვაწეებთან ყველას აქვს ურთიერთობა, ეს ხელოვნება და არა მგონია, სწორი იყოს ამის პოლიტიზირება. აგერ, ანიტა რაჭველიშვილმა პარიზში იმღერა გერგიევის დირიჟორობით, რომელიც პუტინის მეგობარია და ცხინვალში აქვს გამართული კონცერი, (თუმცა ხატია ბუნიათიშვილმა არ დაუკრა გერგიევის დირიჟორობით) რაც თამარ გვერდწითელს ღვაწლი აქვს, ერთი ხელის მოსმით ხომ არ შეიძლება დავივიწყოთ, უხერხულია. პაატა ბურჭულაძეს, რაც მოსკოვში უმღერია და რუსულ ბანად არის აღიარებული, ბუბა კიკაბიძეს, ან უამრავ სხვა  ქართველს შეიძლება ხაზი გადავუსვათ?", - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც იმერეთის გუბერნატორი "ქართულ ხმებთან" ერთად რუსულ სიმღერას "ех, дороги" ასრულებს, აღნიშნავს, რომ "ეს რუსული კი არა, უკვე ქართული სიმღერაა, 4 ხმაში ვმღერით, ამასთან იმ ომში, რომელზეც ეს სიმღერაა, იმდენი ქართველი დაიღუპა, რამდენიც არ დაღუპულა ერთად აღებული ყველა ომში", -აღნიშნავს გივი ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა გია გოქაძემ და თორნიკე ბარათაშვილმა  ოკუპაციის ფონზე რუსული კულტურის წარმომადგენლების ხელშეწყობაში პასუხისმგებლობა იმერეთის გუბერნატორს და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს დააკისრეს. მათ გუბერნატორის მიერ რუსული სიმღერის შესრულების ფაქტიც გაიხსენეს.

 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ბრიფინგით ნიუპრესზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაუირა, რომლის თანახმადაც,  25 სექტემბერს "კინო საქართველოს" გახსნაზე ცნობილი ქართველი და რუსი მომღერლები, მათ შორის თამრიკო გვერდწითელი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა