|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთი განაგრძობს უკანონო კონტროლის გავრცობას საქართველოს ტერიტორიებზე"

"რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის გავრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა და ხაზი გაუსვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოკუპაციის მიუხედავად, მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება, თუმცა აღნიშნა, რომ 
"რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 პრემიერმა  გაეროს ტრიბუნიდან სიტყვებით  მიმართა აფხაზებსა და ოსებს. "ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა კი წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე მთავრობამ საცხოვრებლით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი უზრუნველყო.

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა. "მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა