|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთასის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმღვანელის შეფასებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი გამოეხმაურა.

„მე ვარ საკრებულოს თავმჯდომარე,  კოლეგიალური ორგანოს ხელმძღვანელი. აქ გადაწყვეტილებების მიღება კოლეგიალურად ხდება, შესაბამისად,  მე  ვემორჩილები და  ვახმოვანებ საერთო გადაწყვეტილებას.  რაც შეეხება ჩემს პარტიულ წარსულს, მე პარტიიდან პარტიაში არ გადავსულვარ.  მე ვიყავი „ქრისტინულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.  2012 წელს გამოვედი ამ პარტიიდან და რაღაც დროის შემდეგ მიმიღო სხვა პარტიამ.

რაც შეეხება ჩემი საქმიანობის შეფასებას, ხალხი ბევრია, ვის ასეთი მოსაზრება ექნება, ვის საპირისპირო... ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება. თუმცა საინტერესოა, ასე ორგანიზაცია აფასებს ჩემს საქმიანობას,  თუ ერთი პირი?"-განუცხადა დავით დვალმა  "ნიუპრესს".

"საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის განცხადებით, დავით დვალი თანამდებობიდან  უნდა გადადგეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა