|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის  განაცხადა. მისი თქმით,  პრეზიდენტმა  შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა. შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა. 
ქორიძის განმართებით, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. 
"ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. 
მისივე ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა