საქართველოში Aerosmith-ი კონცერტს გამართავს
საქართველოში მომავალ წელს ლეგენდარული ამერიკული ბენდი Aerosmith-ი კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჯგუფის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი 20 მაისს, „ბლექსი არენაზე“ გაიმართება.
„აეროსმიტი“ საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა