|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა"

2016 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 4,4 %-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების,  ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში +4,3 %-ით, ანუ 116 369 ვიზიტით არის გაზრდილი წინა წლის იანვართან შედარებით.

2016 წლის იანვარში ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+16%), თურქეთიდან (-5,6%), სომხეთიდან (-12,4%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) ეწვია. ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა +11%-იანი ზრდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპებით გამოირჩეოდნენ: საფრანგეთი +29%, იტალია +26%, დიდი ბრიტანეთი +16%, პოლონეთი +15% და გერმანია 14%.

სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდა: ომანი +887%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +706%, ფილიპინები +482%. ინდოეთი +307% და საუდის არაბეთი +181%.

"აღსანიშნავია, 2015 წელი წარმატებულად დასრულდა, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.  2016 წლის პირველი თვეც იმის მაჩვენებელია, რომ ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება. ზამთრის სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს საქართველოში, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არის და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ძალიან აქტიურად ჩატარებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა შედეგი გამოიღო. საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია"-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა