|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია თურქულ კომპანიას მამის დასაქმების გამო ვალდებულების შესრულებას არ თხოვს"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოების მონიტორინგს არ ახდენს, რის გამოც კომპანიები ნაკისრ ვადელბულებას დროულად არ ასრულებენ.

წულაიას განცხადებით, ავანგარდში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები თურქულმა კომპანიამ "ეს ემ კა"–მ შეასრულა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა და დაზიანებული გზები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

"ვაგრძელებთ ციკლს, "დაუსრულებელი სამუშაოები ქუთაისში" და დღეს ერთ–ერთი უბნის, ავანგარდის პრობლემაზე ვსაუბრობთ, სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოები თურქულმა კომპანიამ შეასრულა, თუმცა, როგორც ჩვევიათ,  მიატოვეს გზა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს ქუთაისელთა ბედი, როგორ გადაადგილდებიან და რა პირობებში არიან მათივე დაუდევრობის გამო", –განაცხადა წულაიამ.

მისივე თქმით, ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც  მერია კომპანიას სამუშაოების შესრულებას არ ავადებულებს, არის ის, რომ მერის შოთა მურღულიას მამა, რომელიც თვითმმართველობაში მუშაობდა, სწორედ ამ კომპანიაში დაასაქმა მურღულიამ და მამის გამო გზებზე საფარის დაგებას და სამუშაოების დასრულებას აღარ თხოვს კომპანიას.

"შოთა მურღულიამ მამამისი დაასაქმა თურქულ კომპანიაში და ამიტომ არ თხოვს კომპანიას ვალდებულების შესრულებას. გაზეთი რომ გამოუშვა, რომლითაც ხალხს ამცნობს, რომ ნეპოტიზმი არ არის ქუთაისში, მაშინ რით ახსნის იმას, რომ მისი ცოლი და ცოლისდა ჟვანიას სკოლაში მუშაობენ, ისე როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ცოლი, მამა კიდევ ერთ–ერთ კომპანიაში ჰყავს დასაქმებული და სხვა რა არის ნეპოტიზმი, თუ არა ნათესავების დასაქმება? მერე რა, რომ ის არაა საჯარო სამსახური, ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ საქმდება თუ ნაცნობი არ ყავს მაღალ თანამდებობაზე",–განაცხადა წულაიამ.

 წულაიას ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. თურქულ კომპანიაში კი, რომელიც წულაიას ბრალდებების ადრესატი უკვე რამდენჯერმე გახდა,  დღეს  ბრიფინგს გამართავენ, სადაც აღნიშნულ საკითხებს გამოეხმაურებიან.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა