|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 68 აბი და ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ილია კ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 68 აბი და 2,0241 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა