|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ტელეგრამში“ ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა

 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, - ინფორაცხიას შსს ავრცელებს. 
 
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
 
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული გ.კ., 1995 წელს დაბადებული ე.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ტ., 2000 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1998 წელს დაბადებული მ.პ., 1999 წელს დაბადებული მ.ი., 1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1969 წელს დაბადებული კ.დ. 1974 წელს დაბადებული შ.გ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.ც. და 1993 წელს დაბადებული ა.გ.
 
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ც. ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ რეალიზაცია ხდებოდა.
გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, დაკავებულია ა.ც.-ს მოკავშირე - გ.კ.-ც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.
 
ამავე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაკავებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“", -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
 
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა