|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიყვარულის ხეივანი" პირველად ქუთაისში გაშენდება

ქუთაისში "სიყვარულის ხეივანი" გაშენდება. სოციალურ ქსელში დაწყებული  კამპანიის  „მე შენ მიყვარხარ“ წარმომადგენლები ცაცხვის ნერგებს მარტის დასაწყისში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დარგავენ.

ინიციატივის ავტორი ხარაგაულის სახალხო თეატრის დამაარსებელი და დირექტორი იზა ვეფხვაძეა. მისი თქმით, ხეივანის გაშენების სურვილი საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე  გამოთქვეს.

 "კამპანია „მე შენ მიყვარხარ“ სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ დავიწყე.  ადამიანები თავის გვერდზე ერთმანეთს სიყვარულს უცხადებდნენ. 5 ათას ადამიანამდე ჩაერთო ამ კამპანიაში. როცა ერთად  შევიკრიბეთ, გადავწყვიტეთ, რომ  პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავიდეთ. მოვიფიქრეთ, რომ სხვადასხვა ქალაქებში ჩავიდეთ, ადგილობრივებს გავაცნოთ ჩვენი კამპანიის არსი და გავაშენოთ "სიყვარულის ხეივანი".  მინდოდა, პირველად ეს იმერეთის გულში ყოფილიყო. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მოიტანს ნერგებს, მოსწავლე-ახცალგაზრდობის პარკში მარტის დასაწყისში გავაშენებთ ცაცხვების ხეივანს"-განუცხადა "ნიუპრესს" იზა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკში 50 ცაცხვის ნერგი დაირგვება.

ვეფხვაძის თქმით, აქცია საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება, მათ შორის თბილისში, გორში, წყალტუბოში, ასევე საზღვრისპირა რაიონებში.

რაც შეეხება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს, აქ გასულ წელს "ცისფერყანწელთა ხეივანი", ასევე რეზო ჭეიშვილის და ოტია იოსელიანის ხეივნები გაიხსნა, ასევე დაიდგა ოტია იოსელიანი ბიუსტი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა