|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირანში ტემპერატურამ რეკორდულ 74 გრადუსს მიაღწია

ირანში ამინდის პროგნოზის დაკვირვების ისტორიაში რეკორდი დაფიქსირდა: ქალაქ ბანდარ მახშახრში ტემპერატურამ 74 გრადუსს მიაღწია. ამასთან, წყალი გაცხელდა 33 გრადუსამდე. ხალხის უმეტესობა სახლიდან არ გადის.სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამ კვირის მანძილზე ტემპერატურა ჩრდილში 50 გრადუსზე ქვევით არ დაიწევს. ქალაქში, სადაც 110 000 ადამიანი ცხოვრობს, აუტანელ სიცხეს ცოტათი ამსუბუქებს სპარსეთის ყურიდან შემომავალი ნოტიო ჰაერი. 
მიუხედავად ამისა, ბანდარ მახშახრში დაფიქსირებულმა ტემპერატურამ მსოფლიო რეკორდი ვერ მოხსნა: 2003 წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ რაიონში ტემპერატურა 81 გრადუსი ცელსიუსი იყო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა