|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი ზონის" აქტივისტების სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

"თავისუფალი ზონის" აქტივისტების შემდეგი სასამართლო  პროცესი 1 დეკემბერამდე გადაიდო.
დაკავებული აქტივისტების მხადასაჭერად სასამართლოში გულშემატკივარები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმყოფებოდნენ.

„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ახირება და ამ ბიჭების პატიმრობა მათ სინდისზეა. მოსამართლეს არავინ არაფერს ეკითხება, ეს არის ცალსახად მართული პროცესი“,-განაცხადა  პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ. 

განსასჯელის მირიან დეისაძის დის, მირანდა დეისაძის თქმით კი,  ბიჭები მხოლოს იმიტომ ჰყავთ დაკავებული, რომ ამით სხვა აქტივისტები დააშინონ.  „ამ ბიჭებს იმიტომ სჯიან, რომ სხვები დაანიშონ და არ დაიცვან სიტყვის თავისუფლება“, -განაცხადა მირანდა დეისაძემ.

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" სამი წევრი პარლამენტთან "რუსთავი2'-ის მხარდასაჭერად გამარტული აქციის დროს მომხდარი იციდენტის გამო დააკავეს, რა დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ სასამართლოს მიერ  წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა