|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დეკემბრამდე გაგრძელდება

ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია 10 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. მერიამ შემსრულებელი კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამუშაოების წარმოების ვადა ორი თვით გაუზარდა.

როგორც მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროის და თანხის დამატება მოითხოვა.

"პროექტში შევიდა ცვლილება, მოხდა ავტომობილების სავალ ნაწილზე გრუნტის დამატებით მოჭრა, ასევე 21 სანათის დამატება და მათი სიმაღლის სამი მეტრიდან 6,5 მეტრამდე გაზრდა.  ამ სამუშაოების გამო, კომპანია დამატებით 20 000 ლარს მიიღებს. რაც შეეხება ვადებს, ერთი ნაწილი გაიხსნება დეკემბრამდე.  მთლიანად  ქუჩას 10 დეკემბერს გავხსნით", –განაცხადა ბექა ყურაშვილმა. 

თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 1 056 000 ლარიანი პროექტს "საქმილსადენმშენი" ასრულებს.   

იმის შესახებ რომ პროექტი გაწერილ ვადებში ვერ დასრულდებოდა,  ოპოზიცია ერთი თვის წინ საუბრობდა.  აღნიშნულს მერიაში არ ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. 

თბილისის ქუჩის სამუშაოების დასასრულებლად კომპანიამ დამატებით 80 000 ლარი მოითხოვა 

ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ სრულდება

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა