|
  • EUR 1 = GEL 3.984
  • USD 1 = GEL 3.3253
|

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილები 75 და 83 წლის იყვნენ.

75 წლის ქალი კლინიკაში წალენჯიხიდან გადაიყვანეს, ის შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადებები ქონდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, 83 წლის ქალი კლინიკაში ბათუმიდან ორი კვირის შეყვანილი იყო, მასაც თანმდევი დაავადებები ქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი