|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" პრეზიდენტად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტოპრედოს" ახალი პრეზიდენტი ყავს. აღნიშნული პოსტი თემურ ჩეჩელაშვილმა დაიკავა. როგორც ჩეჩელაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, "ტორპედოს" პრეზიდენტობაზე შეთავაზება ქუთაისის მერისგან მიიღო.

"ეს, არის ქალაქის კლუბი და მას ქუთაისის მერია განკარგავს, ამიტომაც შეთავაზება შოთა მურღულიასგან მივიღე. ცოტა უცნაურია ჩემზე, რომ წერდით, თითქოს დავით დვალის ნათლიობის გამო დავინიშნე. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი ახლო მეგობარია იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაგრამ ეს საქმესთან არაფერ შუაშია", –განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ახალმა პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, კლუბი ამ დროისთვის თურქეთშია და შესაბამისად წევრებთან შეხვედრა ვერ მოახერხა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ არსებული ფინანსებითა და ქალაქის მხარდაჭერით კლუბი საპატიო ადგილზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებას, მისი განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის საჭირო იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები. აღნიშნული მხოლოდ კლუბთან შეხვედრის და მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ტოპრედოს" პრეზიდენტი "ვისოლის" წასვლის შემდეგ აღარ ჰყავდა. საპატიო პრეზიდენტის პოსტი ქუთაისის ვიცე–მერს ნოდარ მიქიაშვილს ეკავა. მან  ეს პოსტი საკუთარი სურვილითა და დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო  დატოვა.

                                               

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა